logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა ხაზარაძე: ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს
მამუკა ხაზარაძე: ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს
13:41 02.11.2018
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და ქაოსი გამოიწვიოს,- ამის შესახებ ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამია, რომელშიც ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.

„პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩემი აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა კიდევ განსახორციელებელია. როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, სრულიად მიუღებელია ქონების წართმევის მუქარა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან ისმის.

ამასთან, როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანაკლიის პორტის ასაშენებელი ტერიტორია „უფასოდ“ არავის უჩუქებია.

„მინდა ვუპასუხო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ და ასევე განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. სრულიად მიუღებელია ქონების წართმევის მუქარა, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი ასაშენებელი ტერიტორია, სადაც აქამდე ჭაობი იყო, ჩვენთვის „უფასოდ“ არავის უჩუქებია. პროექტის განხორციელების უფლება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვიპოვეთ საერთაშორისო ტენდერში კონკურენციის პირობებში. ანაკლია სწორედაც რომ ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება. მისი სიკეთე არა „რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას“, როგორც ეს ეთერში ნათქვამი იყო, არამედ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება, ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისა და უამრავი სამუშაო ადგილის შექმნას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უშუალოდ საოკუპაციო ზოლთან და დასაფასებელია ის დიდი რისკი, რომელსაც იღებს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი, მათ შორის, ცნობილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის სურვილია, დასრულდეს ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, პოლარიზაცია და დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს „თიბისი ბანკს“ პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის – კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო. აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას“, – აცხადებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა