დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანას უნდა ავაცილოთ ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანას უნდა ავაცილოთ ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება
12:52 02.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დღეს იმ ნაბიჯებს დაგეგმავს, რაც მათ არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს.

“დღეს ვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და კონკრეტულად იმ ვითარების შეფასებას, თუ რატომ მოხდა რომ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ და დავგეგმოთ კიდევ ერთხელ, რომ გავიდეთ სასურველ შედეგზე და ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება იმიტომ რომ მეორე მხარე, ანუ ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდი შეხვედრას დღეს, ისევ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მართავს.

ბეჭდვა