logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა
აკაკი ზოიძე: ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა
18:10 01.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ყოველდღიურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში პარტიული სტრუქტურების სრული მობილიზებაა აუცილებელი, ისევე როგორც ჩვენი მხარდამჭერების.

მისივე თქმით, იქმენა „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც დედაქალქის მერი, კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

“დღეს მეორე ტურმა აბსოლუტურად სხვა დატვირთვა შეიძინა, საუბარი იყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობდით პირველ ტურზე, რომელშიც მონაწილეობდა საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ძალის თუ დამოუკიდებელი კანდიდატი. ახლა უკვე აბსოლუტურად შეიცვალა ვითარება და დღეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე, რომელიც წავა და იქიდან, მხოლოდ და მხოლოდ, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, მხოლოდ იმის გახსენება ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რა ძალას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახეშეცვლილი ცდილობს, რომ ჰუმანისტის ნიღაბის ქვეშ ამოფარებული მოვიდეს, ან შეეცადოს ხელისუფლებაში მოსვლას.

ეს არის ძირითადი არსი, აქედან გამომდინარე, სრული მობილიზება არის აუცილებელი. ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის რაც მოხდა და მათ შორის არა უკანასკნელი ადგილი უჭირავს სწორედ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი მისი ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც ადრე უჭერდა მხარს. განხიბლულები, ნაწყენები, შესაძლოა გაბრაზებულები და ინდიფერენტულები. ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ერთიანობით დავანახოთ, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც, ძალიან ახლო მომავალში ცალკეული ადამინების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ და რომ ჩვენ არ ვაფარებთ არც კორუფციას ხელს, არასდროს ეს არ მოხდება და ჩვენი ჯგუფის წევრობა არ ნიშნავს ინდულგენციას კორუფციასთან მიმართებაშიო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის, რომ ადამიანი დარჩება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო.

ყოველდღიურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში აუცილებელია პარტიული სტრუქტურების სრული მობილიზება, ისევე როგორც ჩვენი მხარდამჭერების. იქმნება „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, და თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს ქალაქის მერი და პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის