logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გუგული მაღრაძემ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
გუგული მაღრაძემ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
16:53 01.11.2018
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ ბაქოში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ადამიანთა ტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საქმეში პარლამენტების როლს მიეძღვნა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ევროკავშირიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგრაციის და ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საკითხები უაღრესად მწვავე ხასიათისაა და ეს არაა ერთი ან რამდენიმე ქვეყნის პრობლემა, ესაა მსოფლიო პრობლემა, რომელიც თანაბრად მწვავეა როგორც განვითარებული ისე, ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის, შესაბამისად, მყარი განვითარების მიზნების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის შემცირებასთან.


ევროკავშირის ქვეყნების დეპუტატებმა მიგრაციის დიდი ტალღის პირობებში ევროპის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად მათი ქვეყნების პარლამენტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად როგორც ევროპის, ისე სხვა სახელმწიფოთა შორის ერთიანი გეგმით მუშაობის აუცილებლობას.


კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა თუ როგორ შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ერთი მხრივ, მიგრაციის და ტრეფიკინგის წყაროს, მეორე მხრივ კი, ტრეფიკინგის და მიგრაციის მიმღებ ქვეყნებს წარმოადგენენ.


გუგული მაღრაძემ საქართველოში ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული მუშაობის შედეგად, დღეისათვის საქართველო ერთადერთია მთელ საბჭოთა სივრცეში, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის პირველ კალათაში დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების შორისაა. საქართველოში ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველო ასევე, მოწინავეა იმ ინსტიტუციური მექანიზმების მხრივაც, რაც ტრეფიკინგის და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მაღალ კოორდინაციას განაპირობებს. ძალიან პოზიტიურია ამ მხრივ მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, მისი სამოქმედო გეგმები და მათში არასამთავრობოების ფართო ჩართულობა. ასევე, დადებითადაა შეფასებული საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობა ქუჩის ბავშვების იდენტიფიკაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით.


დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ევროპის ოფისის მიერ, ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის რეფერალური მექანიზმების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო მიჩნეული იქნა როგორც საუკეთესო. ასევე, დადებითადაა შეფასებული მრავალრიცხოვანი ტრენინგები, რომლებიც რეგულარულად უტარდებათ ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საკითხებზე სასამართლოს, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი, სასაზღვრო და ა.შ ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ მუშაობიდან გამომდინარე საქართველო ნომერ პირველი წარმატებული ქვეყანაა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში მე-15-ე ადგილი უჭირავს იმ 167 ქვეყანას შორის, რომელიც მიერთებულია ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დოკუმენტებს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რა მუშაობას ეწევიან ტრეფიკინგის და არალეგალური იძულებითი მიგრაციის მსხვერპლების დასახმარებლად საქართველოში არსებული თავშესაფრები და ანტიკრიზისული ცენტრები. მისი თქმით, გეოგრაფიული მდგომარეობისა და (ქვეყანა წარმოადგენს ტრანზიტულ ქვეყანას ტრეფიკინგის პოტენციურ წყაროებსა და ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საბოლოო პუნქტებს შორის - აზიის ქვეყნებიდან-ევროპისკენ,) და შედარებით ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს დიდი მუშაობა უწევს ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. „ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებები ერთმნიშვნელოვნადაა აღიარებული“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


კონფერენციაზე სხვა რეკომენდაციებთან ერთად გამოიყო საკითხი ამ სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და დასახული იქნა გარკვეული ღონისძიებები ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.


კონფერენციის ორგანიზატორი იყო აზერბაიჯანის პარლამენტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, აშშ მიგრაციის სააგენტო, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა