ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
შვილის, თეიმურას გორჯესტანის განცხადებით, მეორე ტურს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის.
მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.
„მომავალი მარტო ერთია: საქართველოს გამარჯვება! სხვა მომავალი არ არის! ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ამ მოგებით კი მთელი საქართველო გაიმარჯვებს. არჩევნებზე საზოგადოება გამოვა იმისთვის, რომ სიმართლე და ევროპული მომავლის საქართველო აირჩიონ და რუსეთის კანდიდატს გამარჯვების საშუალება არ მისცენ“-განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.