logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით მაღრაძე: ვიმედოვნებ, პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას
დავით მაღრაძე: ვიმედოვნებ, პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას
01:20 27.10.2018
„არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა და ვიმედოვნებ, გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას”- საზოგადოებისადმი ამ მიმართვის არსს პოეტი დავით მაღრაძე პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს და საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მაღრაძე წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვას არ გამორიცხავს, ამბობს, რომ ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, მაგრამ „ასეთი უხამსობისა და ბილწსიტყვაობის ნიაღვარი საზოგადოების განვითარების ნორმალურ საფეხურზე არ მეტყველებს“.

„ჩემს განცხადებაში ვგულისხმობდი იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ზედაპირზე აშკარად ამოვიდა. საერთოდ არ ვაპირებდი ასეთი საჯარო განცხადებებით წინასაარჩევნო მარათონში ჩართვას. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა და პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია. ვიფიქრე, რომ უფრო მშვიდ გარემოში გაივლიდა საარჩევნო კამპანია, ვიდრე მიმდინარეობს. წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვას არ გამოვრიცხავ, ეს ლოგიკური და ბუნებრივია, მაგრამ ასეთი უხამსობისა და ბილწსიტყვაობის ნიაღვარი, რისი მოწმენიც ჩვენ შევიქმენით, საზოგადოების განვითარების ნორმალურ საფეხურზე არ მეტყველებს” - აცხადებს დავით მაღრაძე.

მისი თქმით, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება შეიქმნა, უკვე ღია ეთერებით ძალიან შეურაცხმყოფელი, უხამსი და ბილწსიტყვაობით დახუნძლული განცხადებები კეთდება, ადამიანები აღარანაირ წესებს აღარ იცავენ, ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ.

„ეს არის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს არა სალომე ზურაბიშვილსა და სხვა კანდიდატებს შორის, არამედ სალომე ზურაბიშვილსა და მის საწინააღმდეგო კამპანიას შორის. დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება, ვინც უფრო მეტად მიაყენებს შეურაცხყოფას ქალბატონს, უფრო პირნათელი იქნება თავისი პარტიისა თუ ბელადის წინაშე. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისეთი სიტუაცია არის დღეს საქართველოში – რაც უფრო უსირცხვილო ხარ, მით უფრო თავისუფალი გქვია. ისინი, როგორც ჩანს, ერთმანეთს ასე აქეზებენ – რაც უფრო უსირცხვილო იქნები, შენს თავისუფლებას მით უფრო ხაზი გაესმება. ჩვენში, სამწუხაროდ, თავისუფლებაზე ეტყობა ძალიან ზერელე წარმოდგენაა, ვინაიდან ეს ტენდენცია დიდი ხანია, არსებობს, რომ პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება კარგ ტონად ითვლება. ანუ, ადამიანი შეუდგება თავისუფლებისკენ სავალ გზას, თუ გამოათავისუფლებს პირველყოფილ ინსტინქტებს. არადა, ადამიანმა ადამიანის სახე მას შემდეგ მიიღო, რაც პირველყოფილ ინსტინქტებზე თავი შეიკავა. კულტურის ისტორია, შეიძლება ისეც ვიფიქროთ, რომ არის თავშეკავების ისტორია, მერე არის უკვე ღირებულებათა სისტემა, რომელიც შექმნა ადამიანმა, რის გამოც თავს იკავებს პირველყოფილი ინსტინქტებისგან. შემდეგ ღირებულებათა სისტემამ განაპირობა ნაციის კულტურული ხასიათი, ნაციის ის თვისება გამომჟღავნდა, ვინ როგორ ემსახურა იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც თითქმის იდენტურია, უბრალოდ ყველამ თავისი ნაციონალური ხასიათი გამოკვეთა მსახურების ფორმასა და თავისებურებაში. ეს ყველაფერი საქართველოში დღეს თითქოს დავიწყებულია, ერთმანეთს ეჯიბრებიან თავისუფლებისგან ვინ უფრო კარგად გათავისუფლდება. საერთოდ, თავისუფლება იმდენად შინაარსიანი და იმდენად ცხვირ-პირიანი ცნებაა, რომ მისგან გათავისუფლება დეგრადაციას ნიშნავს. თავისუფლებისგან გათავისუფლება იმ ხალხის დევიზია, რომლებსაც ჰგონიათ, რომ როგორც კი ზნეობრივი კრიტერიუმებისგან გათავისუფლდებიან, მათი თავისუფლებაც ეს იქნება“ - ამბობს დავით მაღრაძე ინტერვიუში.

შკითხვაზე, სად გადის ზღვარი უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის მაღრაძე პასუხობს: „სამწუხაროდ, უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის სადემარკაციო ხაზი აღარ გადის, ძალიან გაფერმკრთალდა. ეს არის კანტისეული ზნეობრივი კანონი ჩემში. ამის უარყოფა და თუ ლიტერატურის ენაზე დავიწყებთ საუბარს, დოსტოევსკისეული – თუ ღმერთი არ არსებობს, ეშმაკებში ყველაფერი ნებადართულია. მთავარია ღმერთი უარყო, შემდეგ უკვე – არაფერი შემაკავებელი. თუმცა, აქ უზრდელობასთან და ერთმანეთის მიერ წაქეზებულ აღვირახსნილობასთან გვაქვს საქმე.

„საქართველოში იყო ძველი, კეთილი, კარგი საზოგადოება. ძალიან ბევრ ოჯახებში ძველი ფოტოალბომები დღესაც ინახება, რა კარგი ქართული საზოგადოება იყურება იქედან, მათი გამომეტყველებები თითქმის გაქრა, ჩვენს თანამედროვეობას კანტიკუნტადღა შემორჩა. ის სახეები მეტყველებს მათ სულიერებაზე, რა შინაარსის, რა სიღრმის ადამიანი გიყურებს ამ ფოტოდან. ეს სულიერება დაიკარგა და ჩაითვალა, რომ ეს გამომეტყველება არის ერთგვარი ანაქრონიზმი. ახლა, რაც უფრო უშინაარსო, თავხედი და უტიფარი გამომეტყველება გექნება, ეს არის წარმატების საწინდარი. რაც უფრო უტიფარია ადამიანი, მით უფრო მარტივად მიაღწევს „წარმატებას“ - აცხადებს მაღრაძე.

პოეტი არ ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც მისი მიმართვა ზურაბიშვილის კამპანიის ნაწილად მიიჩნია.
„ამ ყველაფერმა მიბიძგა იქითკენ, რომ მეთქვა ის, რაც ვთქვი. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი არ არის და კულტურის ხარისხის ამაღლება საზოგადოებაში ერთჯერადი აქტით არ მიიღწევა, მაგრამ ძალიან ფილოსოფიურადაც გამოეხმაურნენ, რომ სამწუხაროდ, ეს არ აწევს ჩვენში კულტურას. ეს არის მოცემულობა, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სულიერი მდგომარეობა. მარტო სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიის შეფერილობას კი არა, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას ეხება. ზოგჯერ არის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ფილოსოფოსობა კი არ უნდა დაიწყო, თუ შეგიძლია, უნდა იმოქმედო. ეს ქართული კულტურის საძირკველშიც და გვირგვინშიც დევს. ქართული სულიერების ყველაზე საუკეთესო გამოხატულებაშიც, ანუ „ვეფხისტყაოსანშიც“, როდესაც ავთანდილი მეფეს უწერს: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, ამაზეა საუბარი: ნუ ფილოსოფოსობ, შენ თვალწინ ხდება უმსგავსობა და შეგიძლია, გადაწყვეტილება მიიღო? და მიიღე გადაწყვეტილება. ნუ წერ ტრაქტატებს, თუ რატომ იკავებ თავს. ადამიანი ფიქრის გარდა, მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვისაც არის გაჩენილი. მაგალითისთვის ვამბობ, როდესაც ბავშვი იხრჩობა, იქ თუ ფილოსოფოსობ – რატომ არ უნდა უშველო, რომ უშველო, მერე ის როგორი გაიზრდება, იქნებ არ გაიზარდოს კარგი, ამიტომ იქნებ, არ გადავარჩინო – უკვე ის არის, რასაც არ მინდა, თავისი სახელი ვუწოდო. როდესაც გადაწყვეტილება არის მისაღები, რომელსაც შენი ზნეობა, შინაგანი აღზრდა, ოჯახიშვილობა, მომავალზე ფიქრი გკარნახობს, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ჩემი განცხადება გულისხმობდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისკენ განმეწყო ის ადამიანები, რომლებისთვისაც შესაძლოა, ჩემს პოზიციას, ფიქრს ან განცდას ოდნავი მნიშვნელობა ჰქონდეს. ხელისუფლების გასაგონად კი მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ასი ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, წლობით იდგა ქუჩაში და რეჟიმს აპროტესტებდა, იმსახურებს, რომ მათი მოსაზრება თქვენამდე აღწევდეს, ეს მკაფიოდ არ ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ის ხალხია, რომელიც ვფიქრობ, საკუთარ შეგნებას უფრო მაღლა დააყენებს, ვიდრე თქვენს მიმართ საფუძვლიან უკმაყოფილებას” - აცხადებს ინტერვიუში დავით მაღრაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის