logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა
კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა
17:19 26.10.2018
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე, სახელწოდებით „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის დანერგვის ხელშეწყობა და მშვიდობის შენარჩუნება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზით“.

კახა იმნაძე მიესალმა გენერალური მდივნისა და უშიშროების საბჭოს ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია იმ სფეროებში ქალების მონაწილეობის გაზრდაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე.

თავის განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) მიღების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უშიშროების საბჭოს 1325 (2000) რეზოლუციის იმპლემენტაციას, შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე და მოიცავს 2018-დან 2020 წლებამდე პერიოდს. გარდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისა, გეგმა ასევე, მიმართულია კონფლიქტის მიერ დაზარალებული ქალების უფლებების დაცვაზე, მათი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის და ქალების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით.

კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ, აფერხებს სამშვიდობო პროცესს და მძიმე პირობებს უქმნის საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მაცხოვრებელი ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. კახა იმნნაძემ ასევე ისაუბრა რუსული ოკუპაციის ბოლო მსხვერპლზე, მაია ოთინაშვილზე, რომელიც საკუთარ მიწაზე სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბრალი წაუყენეს ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობაში.“ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 10 დღიანი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად მოხერხდა მაია ოთინაშვილის განთავისუფლება და მისი ოჯახთან დაბრუნება. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოთინაშვილის მაგალითი არ არის ცალკეული საქმე, არამედ იმ ადამიანების ყოველდღიური რეალობა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 2015-2018 წლებში, რუსეთის ფსბ-ს ოფიცრებმა უკანონოდ 160 ქალი დააკავეს.

გამოსვლის დასასრულს კახა იმნაძემ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ყურადღების კიდევ უფრო მეტად გამახვილებისაკენ, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტურ ადგილებში მცხოვრები ქალების უფლებების დაცვაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის