logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ცხრა წელს ვერანაირი სპექტაკლებით ვერ გადაფარავთ
ირაკლი კობახიძე: ცხრა წელს ვერანაირი სპექტაკლებით ვერ გადაფარავთ
16:20 15.10.2018
„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად კომპრომატი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის როლს ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტს გამოკვეთილი როლი აქვს რომელსაც სათანადოდ ასრულებს.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სერგი კაპანაძის კიდევ ერთ განცხადებასაც.

„9 წელს რაც შეეხება, იქ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა შთაბეჭდილება თქვენს რეჟიმზე, შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა: 10 ათასმა კაცმა, მაგალითად, აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი ქონება, ეს ფაქტი იყო. კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი. ამიტომ ვერ გადაფარავთ ამას ვერანაირად, ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი. პარლამენტი თავის ფუნქციას შეასრულებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდს მუქარის არ ეშინია და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ თუ იქნება ვინმეს მხრიდან კონკრეტული დანაშაული, „პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალებს“.

„თქვენი მესიჯი იყო ის, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის, შანტაჟის, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი (მირზა სუბელიანი) დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვექნება, ბუნებრივია, იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და რაც დადგინდა შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ. როგორც ვერ დაადგინა ასპროცენტიანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი იმ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ ვერც თქვენ. ეს არის მთავარი გარემოება. დანარჩენი, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი. თუ ვინმე რამეს დააშავებს, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული დანაშაული, გადაცდომა, ამაზე გპირდებით, რომ პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალებს, თუმცა, რაც შეეხება 9 წელს, ეს მესამე საკითხი იყო, მინდა გაგცეთ პასუხი: ზუსტადაც რომ ეს იყო ფაშისტური, ნაცისტური ღირებულებებით მოქმედი რეჟიმი, რომელმაც შედეგად მოგვცა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ეს იყო კონკრეტული ფაქტები, ამას არანაირი ფარული ჩანაწერები არ სჭირდებოდა. ფარულმა ჩანაწერებმა მხოლოდ და მხოლოდ გაამყარა ის აღქმა, რომელიც ისედაც იყო ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და ეს 9 წელი არ იყო უბრალო გადაცდომების 9 წელი. ეს იყო უმძიმესი დანაშაულების, ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფის 9 წელი და ზუსტად ამიტომ გაგცათ თქვენ პასუხი საზოგადოებამ 2012 წელს და ამიტომ კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს საზოგადოება ამ არჩევნებში, 28 ოქტომბერს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, “როგორც ოქუაშვილის საქმეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ასევე, ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას“.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ჩანაწერში კონკრეტული პირის მხრიდან, კონკრეტული მუქარა ამოიკითხა.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერს, მე აქ ამოვიკითხე კონკრეტული მუქარა კონკრეტული პირის მხრიდან, ისევე, როგორც ამოვიკითხეთ ეს მუქარა თავის დროზე, ოქუაშვილის მხრიდან. ამ მუქარის არავის არ ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა.

რაც შეეხება ზოგად სურათს, ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით ამ ჩანაწერის შემდეგ და ეს საქართველო არის ისევ ის საქართველო, რაც იყო გუშინ. ეს არის ის საქართველო, სადაც წარსულში „ნაცმოძრაობა“ აწამებდა, აუპატიურებდა, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, 10 ათასი კაცი როცა ჩუქნის სახელმწიფოს ქონებას, იმას ფარული ჩანაწერები არ სჭირდება. ვერანაირი ფარული ჩანაწერებით ამ რეალობას ვერ შეცვლიდა ზუსტად ამიტომ დაემხო თქვენი რეჟიმი და ზუსტად ამიტომ მოხდა სათანადოდ თქვენი რეჟიმის მხილება, იმიტომ, რომ ამას აკეთებდით თქვენ 9 წლის განმავლობაში და ცარიელ ადგილზე კონკრეტული გადაცდომის და დანაშაულის გარეშე, ვერანაირი ფარული ჩანაწერით, ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით. აქ ექნება პარლამენტს თავისი როლი და პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მგონი სათანადოდ ვთქვით ყველაფერი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის