logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა კატარელ კოლეგას უმასპინძლა
ლევან დავითაშვილმა კატარელ კოლეგას უმასპინძლა
10:41 15.10.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და კატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოდან ცოცხალი ცხვრის, ცხვრის, საქონლის და ფრინველის ხორცის, მშრალი და ახალი ხილის, ბოსტნეულის, თაფლის ექსპორტის, ასევე, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს შეეხო.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე, ისაუბრა სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ცხოველთა დაავადებების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და ბიოწარმოების კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ქართული თაფლის იმპორტით, ვინაიდან, კატარის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა მზარდია, წარმოებული პროდუქცია კი, საკმარისი არ არის.

მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ჩემს კოლეგასთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში წარმოებულ აგროსასურსათო პროდუქციას არა მხოლოდ კატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია, როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, - განცხადა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, კატარის დელეგაციის წევრებმა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც უმასპინძლა. სტუმრები, კომპანიებშიც „ბარამბო“ და „ზედაზენი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა ლევან დავითაშვილს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, კატარის რესპუბლიკაში, 2019 წლის მარტში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის