logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი „რუსთავი 2“-ს ბინძურ პიარ-კამპანიაში და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
ირაკლი სესიაშვილი „რუსთავი 2“-ს ბინძურ პიარ-კამპანიაში და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
15:55 14.10.2018
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ იმ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც მოქმედი მაღალჩინოსნების უძრავი ქონების, მათ შორის ირაკლი სესიაშვილის უძრავი ქონების შესახებ იყო საუბარი.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ, შაბათის „კურიერში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც მორიგ სიცრუეს და ბინძურ პიარ კამპანიას ემსახურება ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ. იმდენად შევეჩვიე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩემზე თავდასხმას, რომ არც კი ვაპირებდი პასუხის გაცემას, თუმცა მე თავს ანგარიშვალდებულად ვთვლი ჩვენი საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ მინდა გაჩვენოთ როგორ იტყუება „რუსთავი 2“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობას ჩემი დეკლარაცია არ აჩვენეს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი თანხვედრაშია. ეს მათ არ აწყობდათ, მარტივი მიზეზის გამო, ვეღარ მოიტყუებდნენ. ამ სიუჟეტში კი ნამდვილად იყო ბევრი ტყუილი! პირველი: იქ, სადაც ახლა მე ვცხოვრობ (ქოშიგორაზე), მშენებლობა დავიწყე 2009 წელს და დავასრულე 2012-ში, მათ შორის ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაო. შესაბამისად ტყუილია, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დეპუტატმა სესიაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის ანუ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გაიხსენოთ მაესტროს გადაცემა "ღია კარის დღე" და მარტივად დარწმუნდებით, რომ ეს სახლი უკვე აშენებული მქონდა.

ტყუილი მეორე: „რუსთავი 2“-მა მეორე სახლის მშენებლობას ამავე ტერიტორიაზე, უკვე მიუძღვნა ერთი გადაცემა, სადაც ჩემს
მიერ ახსნილი და დეკლარაციაშიც დასაბუთებული იყო, რომ მე გავყიდე ჩემი კუთვნილი ბინა თბილისის ცენტრში და შესაბამისად ამ სახსრებით დავიწყე მეორე სახლის მშენებლობა, რომელიც წლებია მიმდინარეობს და ამ დრომდე დაუსრულებელია. ყველა გაწეული ხარჯი ამ შემთხვევაშიც, სრულ თანხვედრაშია დეკლარაციასთან. ეს ფაქტებიც შეგნებულად არ ითქვა ამ
სიუჟეტში, რადგან ამ სცენარის ავტორები ვეღარ შეძლებდნენ იმ ეჭვის გამყარებას,თითქოს რაიმე სახის უკანონო შემოსავლით მაქვს აშენებული საკუთარი საცხოვრებელი სახლი.

ბევრი რომ არ მოგაწყინოთ, ვფიქრობ ყველა ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკური აფერისტობა, წინასაარჩევნოდ დადგმული იაფფასიანი შოუ და მტკიცებულებების გარეშე თავდასხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე! „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კარგად იციან, რომ ვიდგები ყოველთვის იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი და არ მივცემ საშუალებას მოძალადეებს ქვეყნის ხელისუფლებას დაუბრუნდნენ.
სწორედ ამიტომ, ჩვეული ხერხებით ცდილობენ დააზიანონ ის ადამიანები, ვის მიმართაც არის ნდობა. ჩემი მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ასე ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩემი რეპუტაცია არის შემდეგი- ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია. რასაც მიმიღწევია, ეს მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!
ამიტომ ამ ტალახის სროლასაც გადავიტან, რადგან ვიცი რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის!“-აცხადებს სესიაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის