logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
 დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა
19:23 11.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან.



მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში უმაღლეს და მაღალ დონეზე კომუნიკაციის ინტენსიფიკაციას. საუბარი შეეხო აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკას, ასევე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად.



შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის განსაკუთრებულ როლს და ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.



დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს USAID-ის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მაღალი შეფასება.



აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.



აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში, ეს გახლავთ ჯორჯ კენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.



ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ კენტი შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა