logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა
კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა
17:55 11.10.2018
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის - ბრისტოლის მერს, მარვინ რისს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თბილისის მერმა ყურადღება ასევე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტებზე გაამახვილა.

„ბრისტოლის მერთან საინტერესო შეხვედრა შედგა. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია. მიმდინარე წელს, ჩვენი დაძმობილების დღიდან 30 წელი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბრეთ. ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურული პროექტი განვიხილეთ. ვისაუბრეთ მომავალ წელს თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს.

„მოხარული ვარ, რომ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. დღეს ვისაუბრეთ იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა გადასაჭრელადაც, ერთად მუშაობა შეგვიძლია. მათ შორისაა, ჰაერის დაბინძურება, მდგრადი განვითარება და ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა. მთავარია, რომ ამ ყველაფრის სათავეში ბრისტოლისა და თბილისის მეგობრობა დგას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა მარვინ რისმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას შეეხო. აღსანიშნავია, რომ იუბილეს ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივ გამოფენას - „ერთიანობა განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018 უმასპინძლა, ხოლო 27-28 სექტემბერს, ბრისტოლის მხარის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მოკლემეტრაჟიან და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (The Encounters Film Festival) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, ერთობლივი ბიზნესკონფერენციაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისისა და ბრისტოლის მერები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრას ბრისტოლის მერთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს დური და ბრისტოლის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ალიქს ჰიუზი ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა