გიორგი გახარია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
გიორგი გახარია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
17:01 11.10.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმის შეხვდა.

ალ ნოაიმი არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.



ბეჭდვა