logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და ვზრდით მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას
ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და ვზრდით მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას
16:58 11.10.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში სიახლეები იქნება.
„ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი თქმით, დოკუმენტი დაფუძნებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, მხარი საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა.

„პარამეტრების კუთხით, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება იმ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის შეთანხმდა და გაფორმდა გასული წლის აპრილში და გრძელდება 2020 წლის აპრილამდე.

აღნიშნულმა დოკუმენტმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა საკმაოდ დიდი რესურსები მოგვეზიდა დონორებისგან, როგორც სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ მხრივ დაფინანსების სრული პაკეტი თითქმის უკვე შეკრულია და გვაქვს“ -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრამა სამ ძირითად პრინციპზე: მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე და თავისუფალი რესურსის მიმართვაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად არის დაფუძნებული.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2019 წლის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მილიარდ ლარს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს განსაზღვრულია 3,5%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 3,0%-ის ოდენობით.

მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული საგადასახადო შემოსავლები და 2019 წლის მაჩვენებელი, მშპ-ის 24,8%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს, მათ შორის:
• საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 365.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 115,0 მლნლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს;
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 786.0 მლნ ლარით;
• დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 482.0 მლნ ლარით;
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად საბიუჯეტო კოდექსში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად მუნიციპალიტეტებში მიიმართება დღგ-ს 19,0%, რომლის გათვალისწინებით, წინა წლებისგან განსხვავებით დღგ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, საქართველოსსაბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით გათვალისწინებული ფორმულის მიხედვით.

• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 505.0 მლნ ლარის ოდენობით;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 83.0 მლნ ლარით.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად,შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია და 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%).

პარალელურად, მთავრობის საშუალოვადიან ჩარჩოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მისამართი სახსრების მობილიზება ხორციელდება და ნაერთი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 8%-ზე მეტი მიიმართება. 2019 წელს კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად ნაერთი ბიუჯეტიდან 3,6 მლრდლარზე მეტი მიიმართება.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 281.7 მლნ ლარი; გრანტები - 266.7 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 365.0 მლნ ლარს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965.0 მლნ ლარი, რაც 139.8 მლნლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.
გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 377.1 მლნ ლარი. მათ შორის თანხები მიიმართებაშემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობარე კონსტრუქციაზე:

2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში წარმოდგენილია ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის მიხედვითაც იცვლება მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის არ იარსებებს გათანაბრებითი ტრანსფერი, ასევე, საშემოსავლო გადასახადის სხვადასხვა სახეებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, მათ ნაცვლად მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად განისაზღვრა დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19,0%.
კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიხედვით: კანონპროექტი ახლებურად აყალიბებს კოდექსის XI თავს, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

ბიუჯეტის პროექტთან ერთად სხდომაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კომიტეტის წევრებმა შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა