ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს
16:15 11.10.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.

"ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტის პროექტი. მნიშვნელოვანია რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს," - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ბეჭდვა