logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რომ მათ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს
თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რომ მათ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს
14:33 11.10.2018
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის საკმაოდ დაიძაბა და არის პროცესები, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის წევრებს აწუხებს.

„არავის უნდა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან გავიდეს, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები აღარ გავრცელდება. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ევროსაბჭოში დარჩეს, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის ამ პირობებს არღვევს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში მისი გარიცხვის საკითხი დადგეს, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს “,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა, როდესაც საპროცედურო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო.

„მე ვფიქრობ, რომ პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდა. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან