logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელები პარლამენტის აპარატთან აქტიური კომუნიკაციის მიმართულებებს ეცნობიან
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელები პარლამენტის აპარატთან აქტიური კომუნიკაციის მიმართულებებს ეცნობიან
14:10 11.10.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და აპარატის ადმინისტრაცია, აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამუშაო შეხვედრებს მართავენ. თბილისში მიმდინარე ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანს პარლამენტის აპარატში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და იმ საკითხების გარკვევა წარმოადგენს, რომლებიც ბიუროს ხელმძღვანელების ყოველდღიურ საქმიანობას შეეხება.



სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის სახელით, მისი ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე მიესალმა, რომელმაც შეხვედრების აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„შეხვედრის მიზანია გამოვკვეთოთ ის გამოწვევები, რომლებსაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში ეხებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვსაზღვროთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტის აპარატი, ბიუროებს თავისი უფლებამოსილების კიდევ უფრო მაღალ ხარისხში განხორციელებისთვის, დაეხმარება. ყოველივე ეს კი, მოქალაქეებზე ორიენტირებულ ერთიან პროგრამას წარმოადგენს. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვექნება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას და ასევე პარლამენტში მიმდინარე აქტივობებს დეტალურად გავეცნოთ. საირმეში, თქვენს კოლეგებთან, დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების ხელმძღვანელებთან გამართულმა შეხვედრებმა, კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა ამ შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა გამოგვეკვეთა ის საკითხები, რომლებზეც სამომავლოდ ერთობლივად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა თავის გამოსვლაში საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოტა თორტონიმ.



„პარლამენტის აპარატის უფროსთან აქტიური თანამშრომლობით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ურთიერთობების აღნიშნული ფორმატი პირველად შევქმენით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ბიუროს ხელმძღვანელები გაივლით იმ ტრენინგებს, რომლის საჭიროებებიც გაგაჩნიათ. თქვენ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით, რადგან კარგად მესმის რამდენ სირთულეს და სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომელთა თხოვნები, რიგ შემთხვევებში, სახურავების შეკეთებას და სამუშაო ადგილის გამონახვას შეეხება. თქვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მათ მიაწოდოთ ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს პარლამენტი, საკითხების გადაწყვეტის პროცესში რა როლი აკისრია მას და ასე შემდეგ. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა არა მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატის რეპუტაციაზე ზრუნვა, არამედ საკანონმდებლო ორგანოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერება წარმოადგენს“, - აღნიშნა ლორა თორტონიმ.



მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები პარლამენტის აპარატის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან