logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან გოგიჩაიშვილი: ქართული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს
ლევან გოგიჩაიშვილი: ქართული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს
19:30 19.09.2018
„სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების გზით, აქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მას, სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. „მაინტერესებდა ასეთი კითხვის დასმა ამ ადამიანებისთვის, ამ წარსულის, ამ პრობლემების შემქმნელი ადამიანების მხრიდან, რომლებმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო არ შემდგარიყო. ჩააგდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია, ჩააგდეს ყველა რეფორმა, თავი მოგვჭრეს მთელს ქვეყანაში, ალაპარაკებდნენ რუსეთის წარმომადგენლებს საქართველოს მაგალითით, თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ყველა დონეზე, ყველა რაპორტში, საქართველო მომხდარიყო, როგორც ჩავარდნილი ქვეყანა. დღეს, ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულზე, რაც მათ გააკეთეს, რა ემოცია ებადებათ იმისთვის, რომ ასე ცინიკურად იმ ადამიანებმა ილაპარაკონ, რომლებიც ერთმანეთს თავპირისმტვრევით ასწრებდნენ წითელ ხიდზე გადასვლას. ადამიანებმა, რომლებმაც ორ დღეში ამათი კანდიდატი სამარცხვინო წერილს სწერდა რუსებს და ეხვეწებოდა კონცერტი ჩამატარებინეო, რომ კანდიდატი დათო ბაქრაძე, რომელიც აბსოლუტურად უსუსურ შემადგენლობაში და მდგომარეობაში ეხვეწებოდა და რაღაც საოცარ განცხადებებს აკეთებდა, დანა-ჩანგლებით მოუწოდებდა ადამიანებს საკუთარი ინტერესების, ჯანმრთელობის, უფლებების და ქვეყნის დაცვას. ადამიანებმა, რომლებმაც მიატოვეს ბრძოლის ველზე ყველანი ვისი მიტოვებაც შეიძლებოდა, რამდენიმე დღეში ეს ადამიანები, მათი კოლეგები მერე აღმოჩენილნი იყვნენ საკუთარ ქონებებს როგორ არეგისტრირებდნენ იუსტიციის სახლში. არაფერს არ ვამბობ იმ უპასუხისმგებლობაზე, რასაც ეს ამ ყველაფერს ახლდა.


სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დაიბადა იქით, იმ სამყაროში, რომელსაც თავისუფალი სამყარო ერქვა, გაიზარდა საქართველოს განცდით. მთელი თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარული გულით ატარა, ჩამოვიდა ამ ქვეყანაში, გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ხელმოწერით და მისი უშუალო ადვოკატირებით დაჩქარდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესი. ადამიანი, რომელიც გადადგა და იმ უპასუხისმგებლობას დაუპირისპირდა, რასაც ამ ქვეყანაში ერქვა ადამიანის უფლებების დარღვევა და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო ადამიანის უფლებების დაცვის ამ ქვეყანაში, ბოლომდე მიდიოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ. მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების გზით. მას აქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მას გამოუცხადებს სრულ მხარდაჭერას”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის