logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოფო კილაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი
სოფო კილაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი
19:05 19.09.2018
„მიუხედავად ამისა, ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი“,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა და ასევე მისი სხვადასხვა დანაყოფები, ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური


„მსურს განცხადება გავაკეთო უფლებრივ ჭრილში - ეს არის ქალი პოლიტიკოსი, ქალი - პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოში უფლებრივი მიმართულებით ეს არის ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისგან, - პირველ რიგში ვიტყოდი ნაციონალური მოძრაობა და ასევე მისი სხვადასხვა დანაყოფები, ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური“, - განაცხადა სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას პირდაპირ უნდა მიესალმებოდნენ, ზოგადად, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, ევროპულ და პროდასავლურ პოლიტიკოსობაზე, ხელს უნდა უწყობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში, რადგან ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, როგორც უამრავი კვლევა ადასტურებს, ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური, და რა თქმა უნდა პოლიტიკა არის სოციალურად უფრო მეტად ორიენტირებული და ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე.


„თავდასხმა ასეთი უღირსი ფორმებით ადამიანზე, როდესაც ის არის ქალი და იმიტომ, რომ არის ქალი, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მე ნამდვილად ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა ქალ პოლიტიკოსს მხარი, და ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი საქართველოსი, რომელიც იქნება პირველად ისტორიაში ქალი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის