logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურზე მოიგებს
არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურზე მოიგებს
19:04 19.09.2018
„სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს , რაც მის განცხადებებზე იყო - მან თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, რუსეთმა დაიწყო ეს სამხედრო აგრესია და საქართველოს უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მხრიდან“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.



არჩილ თალაკვაძე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის სურვილი კიდევ ერთი, ევროპული ყაიდის თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა და ასეთი პირობებით, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.



„ჩვენი გუნდის დიდი სურვილია ევროპული ყაიდის კიდევ ერთი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, როცა ყველა კანდიდატს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თანაბრად მიუწვდება ხელი მედიაზე, თანაბარ პირობებში აყენებს ყველას ეს მედია გარემო და როცა კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთს. აი, ეს არის ჩვენი სურვილი და ამოცანა ამ არჩევნებში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი. როგორც ვხედავთ ასეთი პირობებით, პირველ რიგში, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. აშკარაა, რომ ეს არჩევნები კი არ არის თქვენთვის, არამედ ეს არის რევანში ნებისმიერ ფასად. ასე შეიძლება დავარქვათ იმას, როგორც თქვენ იქცევით ამ კამპანიის დროს.

ყოველდღე ვხედავთ როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა, თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო. იმავეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში, სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი, რა აქვთ მაგათ სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილზე, ვისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა და ვისი ხელმოწერაც არის ამ ისტორიულ დოკუმენტზე. ცოტა დაფიქრდით. უტიფრობასაც აქვს საზღვარი“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.



არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული კამპანიის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აგებს არა მხოლოდ მისი კანდიდატი, არამედ თავად პარტიაც, რომელიც საზოგადოებას მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა.



„მინდა შეგახსენოთ ნაცმოძრაობას, რომ გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მერობის კანდიდატი იყო და გიორგი ჭიღვარიამ, რომელსაც, მართალია, რუსეთის ბაზები არ გაუყვანია, არჩევნებში დაგიდოთ ბეჭებზე. ახლა რის იმედი გაქვთ? სალომე ზურაბიშვილი მოიგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურზე იმის ფონზე, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არიან ასე აგრესიულები ამ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული პირები. ალბათ, კარგად ხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი კანდიდატი აგებს ამ არჩევნებში, არამედ თქვენი პარტია აგებს, რომელიც აქამდე მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა საზოგადოებას. ამიტომ ხართ ასე გააქტიურებულები. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და სიტყვა „მთავარსაც“. აი, ეს არის თქვენი მთავარი ინტერესი, გრიგოლ ვაშაძე კი არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ, რომ თქვენი მითი შეინარჩუნოთ, თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ. აღარ ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და ამ არჩევნებში ეს კიდევ უფრო გამოჩნდება და დაფიქსირდება. ქალბატონო ელენე, თქვენ ქრონოლოგიურად ჩამოთვალეთ 7, 8, 9 , 10, 16, 17 წელი და 2018 წელი გამოგრჩათ. ქალბატონმა სალომემ პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს , რაც მის განცხადებებზე იყო. მან თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, რუსეთმა დაიწყო ეს სამხედრო აგრესია და საქართველოს უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მხრიდან. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა. და არაერთი განცხადება გავაკეთეთ ჩვენ. შესაბამისად, ეს სადაო საკითხი არ არის“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა