logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: 28 ოქტომბერს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება
მამუკა მდინარაძე: 28 ოქტომბერს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება
18:55 19.09.2018
„ნაციონალური მოძრაობის“ ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა, მათ ჰგონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია, მოღალატედ გამოაცხადო სხვა, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან, რაც შენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა წარსულმა უზრუნველყო, დააკარგვინა ტერიტორიები და ასე შემდეგ და ამით ცოდვები მიგეტევება შენ შენი ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება-ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართული საზოგადოება ასეთ ნარატივებით არ ტყუვდება და ეს გამოჩნდება ძალიან კარგად 28 ოქტომბერს, როცა მათი ამ პიარკამპანიის შედეგად, რომელშიც ჩართულია მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ყველა აქტიური მხარდამჭერით თუ სოციალურ ქსელებში, თუ ყველა მედიასაშუალებით, ყველა დანაყოფით, 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მძიმე მარცხს პირველივე ტურში. ისინი საუბრობენ დღეს ურცხვად, თითქოს ადამიანი ფასდება მისი საქციელის შედეგებით. „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატის შედეგად ქვეყანამ შემდეგი დაზიანებები მიიღო, მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-მდე სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე, ეს გაგრძელდა დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული ტერიტორიებით, 150-ზე მეტი დამატებით დაკარგული დასახლებული პუნქტით, პროვოკაციებზე წამოგებით, რამაც კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს, რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ზრახვები განეხორციელებინა. თქვენ დააყენეთ დღეს კანდიდატი, რომელიც მართალია 1981 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, რომ არაფერი დავაბრალოთ და თქვენსავით არ მოვიქცეთ, საზოგადოებამ განსაჯოს ამ დროს აქ როგორ მუშაობდნენ და რომელ უწყებებთან უნდა ყოფილიყვნენ ინტეგრირებულნი, შემდეგ კონცერტებს იხვეწებოდა რუსეთში ომის შემდეგ, ეს ადამიანები, რომელსაც დრეს ასეთი კაცი ყავთ ლიდერად, ლაპარაკობენ ღალატზე, რომელიც უნდათ სხვას დააბრალონ, ხალხი არ მოტყუვდება და ეს ყველაფერი 28 ოქტომბვერს დასრულდება ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით“,- განაცხადა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა