logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს: ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას
ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს: ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას
18:37 19.09.2018
„ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, რომან გოცირიძის მიერ კოლეგის კორუფციაში დადანაშაულება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მისდამი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

„თქვენ უკვე მეორედ დაადანაშაულეთ ჩვენი კოლეგა კორუფციაში, რაც არის, ერთი - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მეორე, არის, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი კოლეგისადმი. მე ვალდებული ვარ, რომ დეპუტატების, პარლამენტის წევრების ინტერესები დავიცვა. ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ასეთ განცხადებებს“,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს.

მისივე თქმით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა მხარემ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მას არცერთ მათგანზე რეაგირება არ მოუხდენია. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ის ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.

“რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, თუნდაც, იყოს მინიშნებები მაგალითად ცხრაწლიან მმართველობაზე, პირსისხლიან რეჟიმზე და ასე შემდეგ,ეს არის პოლიტიკური განცხადებები - ერთი. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ დღეს, საუბარი იყო კონკრეტულ კორუფციულ დანაშაულზე, რომელზეც ყურადღება გაამახვილა თავისი პოზიციიდან კონკრეტულმა პარტიამ და ფრაქციამ. არის დიდი განსხვავება ამ ორ რამეს შორის. ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა მხრიდან და არცერთზე რეაგირება არ მქონია. რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რომ ვიღაც არის მოღალატე ან სუკის აგენტი, ეს არის პოლიტიკური განცხადება და რაც შეეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ადამიანი იმიტომ ლობირებს კონკრეტულ კანონპროექტს, რომ ამაში არის მისი ოჯახის ინტერესები, ეს არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში. ამიტომ, პოლიტიკურ განცხადებებზე არც იქით და არც აქეთ, მე რეაგირება არ მომიხდენია, რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას, ამაზე მე ვარ ვალდებული მოვახდინო რეაგირება და ამას თანაბრად გავაკეთებ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა