logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა
ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა
18:14 19.09.2018
„ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და საერთო მიზნები და სიგნალები, მიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები“,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატები მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებით უნდა შეფასდნენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როცა პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

„ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა და ეს იყო მისი უშუალო პასუხისმგებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია, სწორედ, ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ შეამციროს საგარეო საფრთხეები და გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მინიმუმ, პრევენტიულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც სწორედ მისი საქმიანობის, მისი აქტიური მოქმედებებით, მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. ასე რომ, თუ ჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცა გვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატი, წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან და ახლა დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ ის, ჩვეულებრივად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს“,- განაცხადაირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს ის კანდიდატი,რომელიც კონსტიტუციურ ვალდებულებებს მოემსახურება.

„ამ დამოკიდებულებით ერთმანეთთან და ამ საარჩევნო კამპანიით ერთმანეთთან ქიშპობა ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის და მე პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო: ჩვენ გვაქვს აქ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მიზნები არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანია, რომ ქვეყანამ აირჩიოს, ჩვენმა საზოგადოებამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მოემსახურება იმ კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს, მაგრამ მე რასაც ვხედავ დღეს და მთელი ჩვენი ოპოზიციური სპექტრის მოქმედებებში გამოიხატება, ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, რასაც მე ვაანალიზებ, მიზანმიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

„აქ მე მინდა, გითხრათ, რომ როგორც თქვენ ვერ გაბედეთ და თქვენს დანაშაულებრივ წარსულზე ვერ აიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ვერანაირად ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ:

ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ბედნიერება ეს არის უბედურებისგან თავის დაღწევა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თავი დავაღწიეთ იმ უბედურ, თქვენს დიქტატორულ მმართველობას და კარგად გვაქვს გააზრებული, რა არჩევანი და როგორ უნდა გავაკეთოთ. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იყოს ძალიან აქტიური და მაქსიმალურად გავიაზროთ, თუ რა საერთო პოლიტიკურ მიზნებთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა