logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: გრიგოლ ვაშაძეს 10 წელიწადში ისე დაავიწყდა ქართული, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს
რატი იონათამიშვილი: გრიგოლ ვაშაძეს 10 წელიწადში ისე დაავიწყდა ქართული, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს
17:59 19.09.2018
გრიგოლ ვაშაძე სულ რაღაც 10 წელი სამუშაოდ იყო მოსკოვში და ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ ქართული ენის ცოდნაზე გამოთქმულ ბრალდებებს.

„ტელევიზიით გადაიცემა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის ქართული ენის ცოდნაზე. პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არსებობს ღირსება, სინდისი, რომლის გადასვლაც ნიშნავს უზნეობას. მინდა შეგახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ცხოვრების 50 წელი გაატარა ისე, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი. მისი ოჯახი საუკუნეა, რაც ემიგრაციაში იმყოფება. ქალბატონმა სალომემ მაშინ ისწავლა ქართული ენა, როცა ემიგრაციაში იყო. ამ ყველაფრის ფონზე გიბრუნდებათ ენა, რომ ირონიით ილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. მაშინ, ვიტყვი, რომ თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სულ რაღაც10 წელი სამუშაოდ იყო მოსკოვში და ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს. მე ეს ნამდვილად მრცხვენია და მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანები ვეღარასდროს გადაწყვეტენ ჩემი ქვეყნის ბედს“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა „ევროპულ საქართველოსაც“ მიმართა და განაცხადა, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატის პარლამენტის თავმჯდომარეობისას, საკანონმდებლო უწყება სანოტარო ბიუროდ იყო ქცეული.

„მინდა ერთი რიტორიკული კითხვა დავსვა კიდევ, ჩვენი ოპონენტებიდან ორი კანდიდატია გამორჩეული, ამ ორიდან სხვადასხვა პარტიას, მაგრამ ერთ პოლიტიკურ მოძრაობას წარმოადგენენ ორივენი. ერთი კანდიდატი, გამორჩეული „სუკის“ სოლიდური ბეგრაუნდით, მეორე კი, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ფაქტობრივად, პარლამენტი სანოტარო ბიუროდ ჰქონდათ გადაკეთებული. მაინტერესებს, დავით ბაქრაძე ასეთი პრინციპული იქნება, როგორც თქვენ გგონიათ, თუ პრეზიდენტი გახდა? ისეთ პრინციპულობას გამოიჩენს, როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იჩენდა?!“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა