logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: პრემიერის აშშ-ში ვიზიტი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, ღრმა და ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას ადასტურებს
ზაზა გაბუნია: პრემიერის აშშ-ში ვიზიტი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, ღრმა და ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას ადასტურებს
13:59 19.09.2018
პარლამენტის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-სთან მჭიდრო, ღრმა, ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას ადასტურებს.

მისივე თქმით, საყურადღებოა რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში. ასევე არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პრემიერ ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს.

შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შედგა. მნიშვნელოვანია მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და საქართველო ხდება დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის რეგიონში და რეგიონს მიღმა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბოლტონის მხრიდან, ასევე დადასტურდა მხარდაჭერა ეკონომიკურ განზომილებაში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

პრემიერი შეხვდა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს სენატორ ჯონ კორნინს, სენატის საგარეო ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ლინდსი გრემს, სენატორებს ბობ კორკერს და ბობ მენენდეზს, USAID-ის მმართველ მარკ გრინზ, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორს რეი უოშბერნს, Porter Novelli-ის პრეზიდენტს ჯენიფერ სვინტს, American Enterprise Institute-ის ხელმძღვანელობას და მოწვეულ საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, IFES-ის (International Foundation for Electoral Systems) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, უილიამ სუინისს.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.

ეს ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო, ღრმა, ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა