logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო
13:58 19.09.2018
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ევროკავშირის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც საქართველოში შრომის სტანდარტების უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს მიეძღვნა.

ილია ელოშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის მოადგილემ მერიის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალმა რეგულაციებმა მშენებლობებზე დარღვევების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა.

„თბილისის მერია, როგორც თვითმმართველობის ორგანო მშენებლობაზე ზედამხედველობას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მერიის ინიციატივით მომზადებული ახალი რეგულაციების მიხედვით მიდგომები გამკაცრდა. თუ ადრე სამშენებლო ნორმების დარღვევაზე სანქცია 3000 ლარი იყო, ამჟამად, ეს ციფრი 30 000 ლარამდეა გაზრდილი. ასევე, თუ ადრე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი გაფრთხილებას იღებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა სანქციების გატარება, ახალი ცვლილებებით, დაჯარიმება და შესაბამისი სანქციების გატარება დაუყოვნებლივ ხდება. როგორც სტატისტიკა მოწმობს, გამკაცრებულმა მიდგომამ სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით დარღვევების რაოდენობა გარკვეულწილად შეამცირა. რეგულაციების გამკაცრების შედეგად, სამშენებლო ობიექტებზე წარმოებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. შრომის უსაფრთხოების დაცვა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. ყველანაირად მივესალმებით იმას, რომ თბილისის მერია ჩართული იყოს ამ მნიშვნელოვან პროცესში, რადგან უსაფრთხოდ შრომის უფლება ადამიანის ძირითად უფლებებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიაა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სემინარზე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან მიმართებაში, შრომითი სტანდარტები განიხილეს და სამუშაო პირობებისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი შრომასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და კანონმდებლობის შესახებ მოსაზრებების გაცვლაა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა