logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს
12:59 19.09.2018
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცეესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

-რამდენად სერიოზულია ის სკანდალი, რაც ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ააგორა მათი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში კერძოდ, პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ მონაცემთა ბაზაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების და ხელმოწერის არსებობასთან დაკავშირებით?

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პრემიერ ბახტაძის მიმართ აგორებულმა სკანდალმა, ერთ დღესაც ვერ იცოცხლა. ცესკომ დაადგინა, რომ თითქოსდა ბახტაძის ხელმოწერა, მისი პირადი მონაცემების დამადასტურებლად, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურ და ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული ხელმოწერისგან. შესაბამისად, ეს პატარა ქარიშხალი ჭიქაში საარჩევნო პროცესზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.

როგორც ცნობილია, გასულ წლებში მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემები „ნაცმოძრაობამ “ გამოიყენა. შესაბამისად, ის როგორც ჩანს, კიდევ არის ამ პარტიის მონაცემთა ბაზაში და სავარაუდოდ გადაინაცვლა უკვე „ძალა ერთობაშია“ კოალიციის მონაცემთა ბაზაში. იმისათვის, რომ ვარაუდების დონეზე არ ვისაუბროთ, მოკვლევა ან გამოძიება უნდა ჩატარდეს.

-გაისმა ბრალდებები რომ ეს, სუს-ის და ცესკოს ერთობლივი პროვოკაციაა.

ვფიქრობ, რომ ასეთი მოკლევადიანი სკანდალები შემდგომშიც იქნება ამ პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სტრატეგიის შემადგენელი. ცესკოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა არჩევნების წინ. რისთვის სჭირდებათ ეს, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისათვისაც გასაგებია. ლოგიკურად გაჩნდება კითხვა, რა უნდა მოიმოქმედონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და მათ შორის ცესკომ ? ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტია ყველა ბრალდების მყისიერად გაქარწყლება ან, თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მყისიერი გამოძიება. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რაც როგორც ვხედავთ, კეთდება კიდეც, რადგან ცესკოს, წინასაარჩევნოდ ამდენი ბრიფინგი კარგა ხანია არ გაუმართავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა