logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები ჩეხეთის რესპუბლიკის, წარმომადგენელთა პალატის, გარემოს კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები ჩეხეთის რესპუბლიკის, წარმომადგენელთა პალატის, გარემოს კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
17:13 05.09.2018
საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებთან.

მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ჰაერის დაბინძურებაზე და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე ასევე, ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე.

„ჯანდაცვის სექტორს ჰქონდა და დღემდე აქვს ერთი-ერთი პრიორიტი ჩეხეთის მხრიდან. ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და გარემოს საკითხებზე, ჰაერის დაბინძურების თემაზე და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე. ჩვენ განვუმარტეთ, რომ ის მონაცემები, რომ თითქოსდა საქართველო ამ კუთხით იყო გამორჩეული არასწორია. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი პოლიტიკის ზომები იმისთვის, რომ გამოგვესწორებინა თუნდაც, კარსშიდა დაბინძიურებით გამოწვეული დაავადებები, რომელიცს ძირითადად, გამოწვეული იყო თამბაქოს მოწევით და გათბობისთვის შეშის გამოყენებით. ორივე მიმართულებით საქართველომ გადადგა ნაბიჯები. იდგმება შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ტყე და და მეორე მხრივ, სწორედ კარსშიდა ჰაერის დაბინძურება ავიცილოთ თავიდან. ჩვენ ასევე, მივიღეთ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის დანერგვა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

შეხვედრაში ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა მონაწილეობდნენ.

რომან კაკულიას თქმით, სტუმრები დაინტერესდნენ თუ რამდენად ხდება ეკონომიკური განვითარების პროცესში იმ ძირითადი პრინციპების გათვალისწინება, რომელიც სიცოცხლისუნარიან და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

„შეხვედრაზე საუბარი იყო გარემოსდაცვითი კომპონენტის მნიშვნელობაზე და მის როლზე ისეთ ქვეყანაში, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს. ინფრასტრუქტურული და ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტების განვითარების პროცესში მაქსიმალურად უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი პრონციპების დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ გავცვალეთ გამოცდილება და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდრო გავხადოთ ეს თანამშრომლობა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინეტგაციის პროცესში იჩენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის