logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკა ბესელია: ვერ დავეთანხმები ვერავის დასკვნას, თუ ის კონსტიტუციურ პრინციპებს დაარღვევს და ადამიანების ბედით ივაჭრებს
ეკა ბესელია: ვერ დავეთანხმები ვერავის დასკვნას, თუ ის კონსტიტუციურ პრინციპებს დაარღვევს და ადამიანების ბედით ივაჭრებს
14:30 04.09.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისია ვალდებულია, დაკისრებული მოვალეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს. მისი თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც „ევროპულმა საქართველომ “ მოამზადა, უფლებამოსილების გადამეტების კლასიკური მაგალითია.

„კომისიამ ყალბი მილოდინები არ უნდა შექმნას. ეს უფრო მეტი ტრავმისა და ზიანის მიყენება იქნება როგორც დაზარალებულებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. რეკომენდაციები, რომლებიც „ევროპული საქართველოს” მიერ გამოგვეგზავნა, სამწუხაროდ, პირდაპირი და კლასიკური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტო და პატივი არ სცე ხელისუფლების დანაწილების შესახებ კონსტიტუციურ პრინციპს. მესმის, რომ დიდია ცდუნება, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ილუზია შექმნან, თითქოს აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც გამოძიებამ ან სასამართლომ ვერ დაინახა. უნდათ, რომ ასეთი სურათი შეიქმნას, მაგრამ ეს ადამიანურადაც და მორალურადაც სრულიად მიუღებელია. დაუშვებელია, ვარაუდებით ვინმეს მკვლელობის ჩადენა დააბრალო. ეს კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაა. სააპელაციო სასამართლოში, ასევე პირველ ინსტანციაში სხვა პირების მიმართ საქმის განხილვა და გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულებას თავისი ფუნქცია დავუტოვოთ და ჩვენ კი, ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. შესწავლის პროცესში ხარვეზებს ჩვენც ვხედავთ. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება უფრო ადრე ან უფრო თანმიმდევრულად ჩატარებულიყო. ეს საკამათო საკითხია, რადგან მკვეთრად გაწერილი პროცედურა კანონში არ არსებობს. გამოძიება წყვეტს, როდის რას გააკეთებს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ გარემოება, რომელიც სურათს საერთოდ შეცვლიდა და მკვლელობის მონაწილე სხვა პირებს დაასახელებდა, კომისიას არ მოუპოვებია.

„რაზეც ჩვენი ოპონენტები ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობენ, იქნება ეს ე.წ ტარი, თუ ჯიბეში ვიღაცის ხელის ჩაყოფა, ასეთი სტანდარტით პირის დამნაშავეობაზე საუბარი არ შეიძლება. ეს შეფასებები მართლმსაჯულების საგანია. ხარვეზებს, რაც ჩვენ ვნახეთ, ჩვენი შეფასებების ნაწილში ნახავთ. მოვახდენთ განზოგადებას, რა არის საკანონმდებლო კუთხით გასაკეთებელი და რა არის შესაცვლელი განათლებისა და უსაფრთხოების მხრივ. ველოდებით, რომ დაასრულონ რეკომენდაციები, რომლებიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“,-აცხადებს ეკა ბესელია და ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მართლმსაჯულების ორგანომ უნდა განსაზღვროს და არა საგამოძიებო კომისიამ.

„ყველა მასალას, რაც კომისიამ მოიპოვა, საგამოძიებო ორგანოებს მივცემთ და გარკვეული რეკომენდაციები გვექნება. საბოლოოდ კი, მართლმსაჯულების ორგანომ განსაზღვროს ვის რა კვალიფიკაცია შეიძლება შეეფარდოს და ვისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. თუ ეს არ გავყავით და მკვეთრად არ იქნება დაცული ზღვარი, სად უნდა გაჩერდეს კომისია და სად იწყება საგამოძიებო ორგანოების ფუნქცია, ყველაფერი აირ-დაირევა და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერასდროს აღდგება. პარლამენტმა, რომელსაც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, რომ სხვა აკონტროლოს, კანონი თავად უნდა დაიცვას. ვინც არ უნდა დაწეროს, ვერავის დასკვნას ვერ დავეთანხმები თუ ის კონსტიტუციურ პრინციპებს დაარღვევს და ადამიანების ბედით ივაჭრებს. ხარვეზები იყო, მაგრამ მითითებები, რომ კონკრეტული მინისტრი გადადგეს, ის ჩამოვახრჩოთ, ის ჩამოვკიდოთ და ეს გადავაყენოთ, ეს უკვე პოლიტიკური დღის წესრიგია. როცა საგამოძიებო კომისია ხარ, ცდუნებას უნდა გაუძლო და დასკვნაში პოლიტიკური დღის წესრიგი კი არ უნდა ჩამოწერო, არამედ ის უნდა დავწეროთ, რაც ვნახეთ. ჩვენ ზუსტად იმას ვწერთ, რაც ვნახეთ”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა