logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თბილისის მერი ბელარუს კოლეგას შეხვდა
თბილისის მერი ბელარუს კოლეგას შეხვდა
18:36 01.09.2018
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძემ მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მინსკსა და თბილისს აქვს რესურსი, რომ მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მიხარია, რომ ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის ფესტივალი - „თბილისობა 2018“ იმართება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია მოსული. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ჩვენი კულტურა და ის ღირსშესანიშნაობები გავაცნოთ, რითაც ვამაყობთ. რაც შეეხება მინსკს, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ და მიყვარს როგორც ეს ქვეყანა, ქალაქი, ხალხი. ასევე, ძალიან ვაფასებ იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებობს. გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე ბელარუსმა კოლეგამ თბილისის მერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვიხარია, რომ აქ ხართ და ასეთ კეთილ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მინსკში თბილისობას აღვნიშნავთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მინსკელებს ქართული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, - მიმართა მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა თბილისის მერს.

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ იმართება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მინსკს თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. ორმა ქალაქმა დაძმობილების გადაწყვეტილება მეგობრული და დინამიური პარტნიორული კავშირების გათვალისწინებით მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა