logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ იმსჯელეს
11:06 01.09.2018
ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოსსხდომაზე, საქართველოს ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთანდაკავშირებით გაიმართა განხილვა, რომელზეც სიტყვითწარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსსაგანგებო დავალებათა ელჩი შალვა ცისკარაშვილი.



საკუთარ გამოსვლაში საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით და სამხედრო აგრესიით რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.



საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, რომ ათი წლის შემდეგაც რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებებს, აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, საქართველოს ორივე რეგიონის სამხედრო მილიტარიზაციასა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეშ ხელყოფას, ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევას ოკუპირებულ რეგიონებში და პროგრესის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე.



საგანგებო დავალებათა ელჩმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, დაიწყოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია, თავი შეიკავოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის დაბლოკვისგან და უზრუნველყოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონზე, რომელსაც პირნათლად ასრულებს, თუმცა ამას რუსეთის საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია. საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსულ მხარეს ამ ნაბიჯების გადადგმისკენ.



საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას.



საქართველოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. შალვა ცისკარაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობას კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოგვარების მიზნით.



სხდომაზე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს: ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ასევე ჩეხეთის, ბულგარეთისა და უკრაინის სახელით), ევროკავშირის (28 წევრი სახელმწიფოსა და ყ.ი.რ მაკედონიის, მონტენეგროს, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ლიხტენშტაინის, ანდორისა და უკრაინის სახელით), შვეიცარიის, აშშ-ს, ნორვეგიის, საფრანგეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებმა.



დელეგაციებმა დააფიქსირეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერა და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს მის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.



განცხადებებში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა რჩება უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით; ხაზ გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.



წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.



განცხადებებში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.



სხდომაზე განცხადება ასევე გააკეთა რუსეთის დელეგაციამ, რის შემდგომაც გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. სხდომაზე კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა, რომ რუსეთი არღვევს რა საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებს, რჩება სრულ იზოლაციაში.



რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სხდომაზე ასევე მოეწყო ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიდეო მიმართვის ჩვენება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა