საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ესტონეთის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კაი კაალერსონს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს სამიტის შედეგებს და რეგიონისთვის მნიშვნელოვან იმპლიკაციებს.
დავით ზალკალიანმა ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საქართველოს მთავრობის ხედვა სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა პარტნიორი სახელმწიფოების კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ, გააქტიურონ ძალისხმევა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.