logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში მონაწილეობა მიიღო
დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში მონაწილეობა მიიღო
10:59 10.08.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

დავით ზალკალიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად არის მიმართული. მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართვლოსა და გერმანიას შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ურთიერთობების გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

"სამაგალითო პარტნიორობა, რომელიც ჩვენს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, თავდაცვა, პოლიცია, განათლება და კულტურა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მრავალმხრივ ფორმატები და ამჟამინდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში ერთობლივი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული რეფორმების კუთხით ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში აღიარებული ლიდერია და ის წარმოადგენს ჰაბს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.

"გერმანია მიეკუთვნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article