სოფიო ქაცარავა: გერმანიის კანცლერის ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა
სოფიო ქაცარავა: გერმანიის კანცლერის ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა
17:45 31.07.2018
პარლამენტის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს გერმანიასთან ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
მისივე თქმით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უოდროპის დიალოგის სახით.

მივესალმები გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში, რაც ერთმნიშვნელოვნად გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანია გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის და განვითარების კუთხით, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების მიმართულებით. გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს ყველა იმ წარმატებულ რეფორმაში, რომელსაც სქართველო ახორციელებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უოდროპის დიალოგის სახით“- განაცხადა ქაცარავამ.


ბეჭდვა