logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს
15:11 31.07.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის“ (BEC) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები“.



შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, დღეს უკვე მეორე შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც მოხდა შეთანხმება საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.



„სამუშაო ჯგუფმა ძალიან კარგად დაიწო მუშაობა. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში გვქონდა შევთანხმდით, რომ ცალკე გამოვყოფდით საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საკითხს როგორც გამოწვევას. იმ შეხვედრაზე წარმოდგენილმა საინტერესო კვლევამ და ასევე, პრეზენტაციამ დაგვანახა, რომ სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ფიქსირდება ბავშვების გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტები. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, სწორედ საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოუყენებლობაა“-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი რეგულაციების სავალდებულო სახით არსებობის მომხრეა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს პრობლემური საკითხები იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების პოვნა.



როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება უკვე კანონპროექტი და მოხდება მისი პრინციპების დონეზე განხილვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმისათვის, რომ პროექტის ინიცირებამდე მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმების მიღწევა, შეხვედრაში აქტიურად იქნებიან ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.



საჯარო დისკუსიის ფორმატში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა. საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ სოციალური კვლევის შედეგები ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იზორიამ წარმოადგინა.



შეხვედრისას, საუბარი შეეხო ასევე საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო