logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძე: მნიშვნელოვანია, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტთან აქტიური და მრავალმხრივი თანამშრომლობით
გივი მიქანაძე: მნიშვნელოვანია, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტთან აქტიური და მრავალმხრივი თანამშრომლობით
09:53 31.07.2018
პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, გივი მიქანაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ, კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლასა და რეგლამენტის პროექტზე, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში ინტენსიური მუშაობა მინდინარეობს. მისივე განმარტებით, ახალი რეგლამენტი პარლამენტის, როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანოს გაძლიერებას და მისი საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას უზრუნველყოფს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პარლამენტის აპარატში მიმდინარე იმ რეფორმებსა და აქტივობებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პარლამენტის გაზრდილი ფუნქციების განხორციელებას.



გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში და მის პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელმაც მოწვეული ექსპერტების მეშვეობით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, გასულ კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ტრენინგები ჩაატარა საბიუჯეტო-ფისკალურ საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „გამოიკვეთა მზაობა და განსაკუთრებული აქცენტები, რომლითაც ნატოს სამეკავშირეო ოფისი გეგმავს პარლამენტისთვის მხარდაჭერის გამოხატვას და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა პარლამენტის აპარატის უფროსს, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. გივი მიქანაძის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტზე, რომელიც განხილვის სტადიაშია და რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სამი მიმართულებით ხელშეწყობას ითვალისწინებს. „პროექტი ორიენტირებულია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების ხელშეწყობაზე. ამ კუთხით, ნატოს სამეკავშირეო ოფისს გეგმა აქვს, ხელი შეუწყოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას საზედამხედველო ფუნქციებთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხების მიმართ უნარების განვითარებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საზედამხედველო ფუნქცია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისი ინფორმაციით, დაიგეგმება გაცვლითი ვიზიტები, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტებიდან დეპუტატების ჩამოსვლას, რათა მათ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაზე თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ქართველ კოლეგებს და აპარატის თანამშრომლებს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფები ეწვევიან ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ადგილზე გაეცნობიან, თუ როგორ ახდენენ კონკრეტულ პარლამენტებში მათი კოლეგები საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას. „მისასალმებელია და, ამასთანავე, მნიშვნელოვანი, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტთან ასეთი აქტიური და მრავალმხრივი თანამშრომლობით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.



შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა დააფიქსირა აღნიშნული პროგრამების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის სრული მზაობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი პროგრამების განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პარლამენტისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა