logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკა ბესელია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
ეკა ბესელია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
18:12 30.07.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელო დაწესებულებების რეფორმა იყო. ეკა ბესელიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს გააცნო აღნიშნული რეფორმის დეტალები, რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს საქმიანობა და როლი. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის პროცესში განსახორციელებელ შემდგომ აქტივობებზე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ.



შეხვედრის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სკოლამდელო დაწესებულებების რეფორმასთან დაკავშირებით სამინისტრო პარლამენტთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.



„დაწყებულია აქტიური მუშაობა განათლების სფეროში ხუთივე საფეხურზე რეფორმების მიმართულებით. დაგეგმილი რეფორმები წარმოდგენილი იქნება შემოდგომაზე. დღეს განვიხილეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხება სკოლამდელი დაწესებულებების მიმართულებით გასატარებელ რეფორმას. ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთებულია და ჩვენი სამინისტრო, ყოველდღიურ რეჟიმში, პარლამენტთან და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს“-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილთან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრისას სკოლამდელო დაწესებულებების რეფორმაზე დეტალური საუბარი გაიმართა.

„განათლების სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი. ძალიან საინტერესოა მისი ერთიანი ხედვა განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს რეფორმა ჩვენი ინიციატივით პარლამენტმა 2016 წელს მიიღო. სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა განიხილება როგორც მთლიანი განათლების სისტემის რეფორმის პირველი საფეხური. ამიტომ, ერთიან სისტემაში უნდა დავინახოთ ეს რეფორმა. ჩემთვის, როგორც ამ რეფორმის ერთ-ერთი ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამეცნო მისთვის ის, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, მათ შორის, ჩვენი საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს მუშაობა, რომელიც აკონტროლებს, ამოწმებს და ეხმარება რეფორმის პროცესში მუნიციპალიტეტებს და მთლიანდა ამ პროცესს, იმისთვის, რომ რეფორმა 2020 წლამდე შეუფერხებლად განხორციელდეს. გავცვალეთ მოსაზრებები. იყო სრული თანხვედრა ჩვენს ხედვაში და ვაპირებთ, რომ ამ თემაზე ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ და სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშაოთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრისას მინისტრის მხრიდან გამოითქვა, მოსაზრება, რომ სკოლამდელო დაწესებულებების რეფორმა შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოდელი სასკოლო რეფორმისთვისაც.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა