logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით იორდანიას ეწვია
დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით იორდანიას ეწვია
09:47 27.07.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ეწვია იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხირივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზები. მიღწეულ იქნა შეთანხმება კავშირების გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობა, ტურიზმი, საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიები.



მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ახლო მომავალში თბილისში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა.



ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა სენატის პრეზიდენტს ფეისალალ-ფაეზს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველ მოადგილეს ხამის ატიას, ორივე პალატის საქართველო-იორდანიის მეგობრობის ჯგუფების წევრებს. შეხვედრა გაიმართა ასევე სამეფო კარის საგარეო-პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორთან ჰაიფაალ-ხრეიშასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები. გამოითქვა სურვილი მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.



ქართულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა იორდანიის სამეფოს როლს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. განსაკუთრებით აღინიშნა ჰაშემიტური სამეფოს ძალისხმევა სირიელი ლტოლვილების შეფარებაში. თავის მხრივ, იორდანიამ ყველა შეხვედრისას დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების სურვილი.



დავით დონდუამ ინტერვიუ მისცა იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „პეტრა“-ს, სადაც ისაუბრა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე.



ვიზიტი ფართოდ გაშუქდა იორდანულ მედიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა