logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ეს მისცემს აფხაზეთის მთავრობას შესაძლებლობას, რომ რეგიონებში მცხოვრები დევნილების წინაშე არსებული საკითხები ეფექტურად გადაწყვიტოს
ზაზა გაბუნია: ეს მისცემს აფხაზეთის მთავრობას შესაძლებლობას, რომ რეგიონებში მცხოვრები დევნილების წინაშე არსებული საკითხები ეფექტურად გადაწყვიტოს
16:59 26.07.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

„მე ვფიქრობ საჭირო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ არის საკითხები, რაშიც კოორდინაცია მნიშვნელოვანია. ყველას მინდა ესმოდეს, რომ ეს არ გახლავს სიმბოლური, ფორმალური მთავრობა, მას აქვს თავისი როლი და ვფიქრობ, შესაძლებელია ამ როლს მომავალში კიდევ უფრო გავუსვათ ხაზი და კიდევ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ იგი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ შეხვედრის შემდეგ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტს მუშაობის საკმაოდ ეფექტური და მრავალმხრივი ფორმატი აქვს: გასვლითი სხდომები, ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი, საკომიტეტო მოსმენები და სხვა, სადაც კომიტეტი ყველა სახელმწიფო უწყებასთან და ამავდროულად, სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მთავარია, მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობს საჭირბოროტო და გადაუდებელ საკითხებზე.

„ამ პროცესში აფხაზეთის მთავრობა მოვიწვიე, როგორც სუბიექტი, რომ მათ ეს ფორმატი გამოიყენონ როგორც კოორდინაციის, კონსულტაციის, დიალოგის, ჩართულობის ძალიან კარგი მექანიზმები. ეს მისცემს აფხაზეთის მთავრობას შესაძლებლობას, რომ რეგიონებში მცხოვრები დევნილების, იმ სეგმენტის წინაშე არსებული და დასმული საკითხები, ვისთვისაც მუშაობს, ეფექტურად გადაწყვიტოს სწორედ ამ ფორმატის გამოყენებით. ანუ, ჯერ დასვას საკითხები შესაბამისი სუბიექტების წინაშე და შემდეგ გადაწყვიტოს. ეს იყო ჩემი შეთავაზება მათთვის და ვფიქრობ საჭირო შეთავაზებაა, იმიტომ, რომ აქამდე აფხაზეთის მთავრობა მოკლებული იყო ამ შესაძლებლობას. ეს ჩვენი კომიტეტისთვისაც, რომელიც ქვეყანაში რეგიონული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი სუბიექტია, კარგი შესაძლებლობაა მუშაობის გაფართოებისათვის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი მონაწილეობდეს და ჩართული იყოს პროცესებში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შესაძლო ერთობლივ ღონისძიებებზე. ისაუბრეს ასევე იმ აუცილებელ ფორმატზე, რომლებიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ფორმალურ ოფიციალურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს და გაძლიერებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა