პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა
გამართა თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ვიცეპრეზიდენტთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან.
შეხვედრის თემა ორგანიზაციის ძირითად პოლიტიკას, სამომავლო მიზნებს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებულ პროექტებს და მიღწევებს შეეხებოდა.
„მოხარული ვარ წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის წარმომადგნელებთან შეხვედრით. დასაფასებელია მათი საქმიანობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. გავეცანი დეტალურად მათ საქმიანობას და განსაკუთებით მნიშვნელოვანია მათი პროექტები კონფლიქტით დაზარებული პირების დახმარების და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს წითელი ჯვრის მუშაობის პრიორიტეტები, დღის წესრიგი და შედეგები.