საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა წითელი ჯვრისა და
წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან კერემ კინიკთან შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.