მმართველი გუნდის წევრის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში პოლიტიკაში
დაბრუნების, პარტიაში, გუნდში, ქვეყანაში არსებული საკითხების ახსნა და ანალიზი ძალიან საინტერესო იყო.
მისივე თქმით, სწორად არის გათვლილი თითოეული ნაბიჯი და სტრატეგია, რათა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეფექტურად ითანამშრომლოს.
„ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდა. პოლიტიკაში დაბრუნების, პარტიაში, გუნდში, ქვეყანაში არსებული საკითხების - მიღწევების თუ პრობლემების დეტალური, გულწრფელი ახსნა, ანალიზი, სამომავლო გეგმების მონახაზი - ეს ყველაფერი იყო საინტერესო და საყურადღებო. დარწმუნებული ვარ სწორად არის გათვლილი თითოეული ნაბიჯი და სტრატეგია, რათა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეფექტურად ითანამშრომლოს და მოახერხოს ყველა იმ რეფორმის განხორციელება რასაც ხალხი ითხოვს ჩვენგან“- განაცხადა ენუქიძემ.