პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი პრობლემურ საკითხებთან
დაკავშირებით ჩუმად არ ყოფილა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები სწორედ ამის გამო იქნა მიღებული.
მისივე თქმით, მართალია გვიან, თუმცა მთავარია რომ ეს ცვლილებები მოხდა.
„გუნდი ჩუმად არ ყოფილა. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ამ ცვლილებებს არ მივიღებდით. დაგვიანებითაა თუ დროზე, მთავარია, რომ არის. ერთ-ერთი საკითხი ის იყო, რომ კომუნიკაციის პრობლემები წარმოიშვა.
ქუმსიშვილსა და ალავიძეს ნუ გამოვუტანთ განაჩენს, შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს და ნუ ვიქნებით სულსწრაფები და სკანდალის მოყვარულები“- განაცხადა ვოლსკიმ.