logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულდა და ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც არის ყველა მხარის თანხმობა
ირაკლი კობახიძე: დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულდა და ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც არის ყველა მხარის თანხმობა
17:45 23.07.2018
„ჩვენ შევძელით სრული კონსესუსის მიღწევა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხზე და ამის საფუძველზე, ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც არის ყველა ჩართული მხარის თანხმობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგ განაცხადა.



ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი იმ რეფორმისა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელდება.

„დღეს დავასრულეთ დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი საკითხი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ უნდა განგვეხილა. იყო საკმაოდ რთული საკითხი, თუმცა, ჩვენ შევძელით სრული კონსესუსის მიღწევა ამ საკითხზე და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც არის ყველა ჩართული მხარის თანხმობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი სასამართლო რეფორმის, რომელიც განხორციელდება მეოთხე ტალღის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არის სრული კონსესუსი სამუშაო ჯგუფში. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი ამ ჯგუფში, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე განმარტებით, კანონპროექტის ინიცირება შესაძლებელია საშემოდგომო სესიამდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს კანონპროექტის მიღება სექტემბერში შეეძლება.



„მკაფიოდ მოწესრიგდა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები, ასევე, შესაბამისი სანქციები, პროცესთან დაკავშირებით გვქონდა საინტერესო დისკუსია და ეს საკითხებიც არის მოწესრიგებული. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და იქნება, ასევე, მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ სასამართლო ეფექტიანად განახორციელებს თავის უფლებამოსილებებს.

ამ კანონპროექტის ინიცირება შესაძლებელია უკვე საშემოდგომო სესიამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე სექტემბერში შეგვეძლება კანონპროექტის მიღება“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა