logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ქართული ოცნება“: გაუგებარია, რატომ მიაჩნია მერიას მიუღებლად სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის ინიციატივა
„ქართული ოცნება“: გაუგებარია, რატომ მიაჩნია მერიას მიუღებლად სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის ინიციატივა
14:46 23.07.2018
მიმდინარე წლის 27 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს - „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, რაც დეტალურად განსაზღვრავს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნებას, განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს.
აღნიშნულ საკანონდებლო ცვლილებებზე აქტიური მუშაობა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთანავე დაიწყო, 2018 წლის იანვირდან კი, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებისთანავე, კანონპროექტზე მუშაობა ფრაქციის ფორმატში გაგრძელდა. მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ დარგის სპეციალისტები და არქიტექტორები, ასევე, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები: კულტურისა და სპორტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებიდან, წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორიდან.
მიუხედავად კანონპროექტის პირველ მოსმენაზე პარლამენტის პრინციპული დადებითი გადაწყვეტილებისა, 17 ივლისს, მეორე პლენარული მოსმენის წინ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი მას შემდეგ არ დაუჭირა, რაც პროცესში მერიის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენს საქართველოში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება-განვითარება, ჯანსაღი გარემოს შექმნა და სარეკრიაციო ტერიტორიებისა და სპორტული ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ფრაქციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰაერის მაღალი დაბინძურების ფონზე, რაც იწვევს ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სხვადასხვა სახის სიმსივნეს, ლეიკემიას. განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას კი ბავშვები და მოზარდები წარმოადგენენ. სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და ახალგაზრდების სხვადასხვა სპორტით დაკავება. იმ შემთხვევაში კი, თუ სპორტისა და რეკრეაციის ერთ გარემოში თანხვედრა მოხდება, ეს დადებით შედეგს მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს.
ამის საპირწონედ კი, გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს კატეგორიულად მიუღებლად პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები, რომლის მიზანს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიებისა და ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა წარმოადგენს. როგორც 17 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, მერიისთვის „კატეგორიულად მიუღებელია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ტერიტორიებმა მთლიანად შთანთქოს დანარჩენი სარეკრეაციო ტერიტორიები“. გაუგებარია, რატომ არის მერის მოადგილე, სპორტულ-გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ობიექტების ერთ სივრცეში მოქცევის წინააღმდეგი იმ დროს როდესაც, ამისი არაერთი ჯანსაღი მაგალითი უკვე არსებობს თუნდაც თბილისის მაგალითზე: ვაკის პარკის, ვერის ბაღის, კუს ტბის სახით, სადაც ერთმანეთს ერწყმის სპორტი და რეკრეაცია. გარდა ამისა, მსგავსი მიდგომა, რაც სპორტისა და რეკრეაციის თანხვედრას გულისხმობს, აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში. გამოდის, რომ მერიისთვის სპორტია საფრთხე ჯანსაღი გარემოს შექმნის კუთხით?
მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია სამი ტიპის სარეკრეაციო ზონის მოწყობა, სადაც, გარკვეულწილად, დასაშვებია განაშენიანება და კანონმდებლობა ტოვებს სივრცეებს შეუსაბამო ინტერპრეტაციებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, აჩენს კანონის აღსრულების პრობლემას და შედეგად გვაქვს დაუცველი სარეკრეაციო სივრცეები და უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა კი, სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რათა კანონის აღმასრულებელს არ დარჩეს გარემოს საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის არანაირი შესაძლებლობა.
საკანონმდებლო ინიციატივას, რაც, ერთი მხრივ, გააჯანსაღებს გარემოს, მერე მხრივ კი, მკაცრი რეგულირების ქვეშ მოაქცევს ქაოტურ მშენებლობებს, დეპუტატების მხრიდან პირველ მოსმენაზე ჰქონდა მხარდაჭერა. მაშ შემდეგ კი, რაც მერიის მაღლაჩინოსნებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ სპორტი ეკოლოგიის და რეკრეაციული სივრცეებისთვის საფრთხეა, მაშინ, როდესაც ყველასთვის ცნობილი ფაქტია, როგორ შენდება მრავალსართულიანი შენობები სარეკრეაციო სივრცეებში, რასაც ბოლო დროს მერის აქტიურობაც მოწმობს, სპორტის რისკად შეფასების გამო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი აღარ დაუჭირა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რაც სავსებით მოკლებულია არგუმენტაციას.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ფაქტობრივად, გაიმეორა მერიის პოზიცია და უარყოფით დასკვნას დაუჭირა მხარი იმას, რაზეც მანამდე, პარლამენტის 6 კომიტეტს აქვს მიღებული დადებითი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სპორტული და სარეკრეაციო სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა კანონპროექტის ერთ-ერთ პრინციპულ საკითხს წარმოადგენს, რასაც პარლამენტმა პირველი მოსმენის ფარგლებში მხარი უკვე დაუჭირა. ამავდროულად, აღნიშნული დოკუმენტი დადებითად არის შეფასებული პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ, ასევე მთელი რიგი სამინისტროების მხრიდან.
ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ მერიის პოზიცია არარესპექტაბელურია იმის გათვალისინებით, რომ სპორტს საშიშროებად აღიქვამენ განაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ნათელ გზავნილს წარმოადგენდა მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა-განვითარება, რაც მას შემდეგაც არაერთხელ აქვს დეკლარირებული, თუმცა, როგორც ჩანს, მერიის სხვა ოფიციალურ პირებს განხვავებული პოზიცია გააჩნიათ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე და მიაჩნიათ, რომ ფართო საზოგადოება მხარს დაუჭერს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა