პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო
კილაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კრიტიკულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნულ რეგიონებში გრძელდება ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა და დისკრიმინაცია, ქართველ ბავშვებს ერთმევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.
„მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებმა აქტიურად და კოორდინირებულად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი იურისდიქციის სრულად აღდგენამდე დავიცვათ იქ მცხოვრები ადამიანები. ბუნებრივია, აფხაზეთის მთავრობას ამ პროცესში გამორჩეული როლი და მისია აკისრია.“ - განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.