logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავარი არის არა სასახლე, მთავარი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელებაა
ირაკლი კობახიძე: მთავარი არის არა სასახლე, მთავარი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელებაა
20:48 21.07.2018
„როდესაც პრეზიდენტი არის ასეთი არათანმიმდევრული, იქ საუბარი სასახლეზე არის ზედმეტი“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„მე არანაირი კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. მთავარი არის არა სასახლე, სადაც უნდა იმყოფებოდეს პრეზიდენტი, მთავარია, მაგალითად, პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება. მთავარია ის, რომ პრეზიდენტი მაღალი ხარისხის სიტყვით გამოდიოდეს ხოლმე, როდესაც ის მოდის საქართველოს პარლამენტში. მთავარია ის, რომ ის მოქმედებდეს კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარია, რომ ის არ იყენებდეს იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც იყენებდა გუშინ საკუთარი ოპონენტების თუ არა ოპონენტების მიმართ. მთავარია, რომ ის იყოს თანმიმდევრული და არ გააკეთოს ის, რაც გააკეთა, მაგალითად, აჭარაში. ყველამ იცოდა, რომ 2/3-ი იყო წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, უნდა დაესახელებინა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, თუმცა ჩავიდა ბათუმში, უთხრა ოპოზიციას, რატომ არ გყავთ დაყენებული თქვენი კანდიდატიო, დაასახელებინა კანდიდატი, რაც იყო თავისთავად უკვე კომიკური მოვლენა და მერე არ დაუსახელა ეს კანდიდატი. ასეთი არათანმიმდევრული როდესაც არის პრეზიდენტი, ბუნებრივია, იქ ლაპარაკი სასახლეებზე და რაღაცეებზე, არის ზედმეტი. იქ არის მთავარი, რომ პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს თავის კომპეტენციებს, ის იყოს თანმიმდევრული, ის იყოს, ასე ვთქვათ, შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ამ კუთხით, როდესაც ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს აუცილებლად ინტელექტუალი და მას უნდა ესმოდეს კონსტიტუციური ფუნქციები, რომელიც აქვს მიკუთვნებული პრეზიდენტს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა