logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა
დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა
20:44 21.07.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა სიტყვით გამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა გაიმართა „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ემსახურებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ღონისძიება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.



დავით დონდუამ თავის გამოსვლაში შეაჯამა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე ადგილზე არსებული ვითარება და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. მან მიმოიხილა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე გაწეული მუშაობა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციების გამო, კვლავ ვერ ხერხდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა როგორც ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ისე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.



სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ეს საკითხები მუდმივად მწვავედ დგას როგორც ჟენევის მოლაპარაკებების, ისე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებასა და უკანონო დაკავებებზე.



განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა აქტიურ ჩართულობასა და ქალთა საჭიროებებზე მუშაობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებისა და ზოგადად, სამშვიდობო პროცესებში ქალთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა