logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილმა თვითონ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გარისკვა
ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილმა თვითონ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გარისკვა
18:29 21.07.2018
„გიორგი მარგველაშვილი ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს, უღირს თუ არ უღირს გარისკვა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს საკუთარი დღის წესრიგი და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების დადგენილი ვადები აქვს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციები თვის ბოლომდე გაიმართება.

“ჩვენ განვაცხადეთ არაერთგზის, რომ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. არის გარკვეული ვადები დადგენილი. სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური კუთხითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ კონკრეტული ვადები, როცა ჩვენთვის არის მომგებიანი კანდიდატის დასახელება და ამ ვადებზე ჩვენ ვისაუბრეთ. ვთქვით, რომ თვის ბოლომდე გვექნება აუცილებლად კონსულტაციები და ამის საფუძველზე გავაკეთებთ ჩვენ განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ანუ, კონსულტაციები შედგება თვის ბოლომდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ „რაიმე სპეკულაციის საფუძველს, ეს არ იძლევა, თუმცა ვისმენთ ჩვენ მუდმივად ამ სპეკულაციებს მარგველაშვილის მხრიდან”.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტს შეუძლია, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება და ამაში ხელს არავინ შეუშლის.
„მას შეუძლია თავისუფლად მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. ამაში ხელს, ბუნებრივია, მას ვერავინ შეუშლის და არც არავინ არ უშლის. მან იფიქროს საკუთარ გადაწყვეტილებაზე და დიდად ნუ იფიქრებს სხვების გადაწყვეტილებებზე. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა შანსი, რომ, ასე ვთქვათ, სოლიდური შედეგი დადოს ამ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში მან უნდა აწონ-დაწონოს. მე ვერ ვეტყვი გიორგი მარგველაშვილს, რომ ის გავა მეოთხე ადგილზე, ან მეხუთე ადგილზე ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. თვითონ უნდა მოიფიქროს რომელ ადგილზე გავა და ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უღირს თუ არ უღირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებისთვის მის გადაწყვეტილებას ელოდება.
„მეორე ადგილზე გასული ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე გასული ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. შესაბამისად, აქედან შეგიძლიათ თქვენ განსაჯოთ ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება ჩვენ. ეს არის ჩემი პასუხი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, არ შეიძლება ადამიანმა თავი ისეთ ფიგურად წარმოაჩინოს, როგორიც რეალურად არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად განსაზღვრავს „ქართული ოცნება“, რომელიც „გარანტიით მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ამ საპრეზიდენტო არჩევნებში“.

„ არის ასეთი ანეკდოტი მოუხერხებელი ჯოს შესახებ და შეიძლება გავიხსენოთ ეს ანეკდოტი. არ შეიძლება თავის თავი წარმოაჩინოს ადამიანმა ისეთ ფიგურად, რომელიც ის რეალურად არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად განსაზღვრავს „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს, შესაბამისად, ამ დღის წესრიგის განსაზღვარში პრეზიდენტის როლი არის მინიმალური. დღეს „ქართული ოცნება“ განსაზღვრავს დღის წესრიგს. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც გარანტიით მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და დიდი უპირატესობა გვექნება მეორე და მესამე და მითუმეტეს მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, არავის არ ველოდებით. ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და არ იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, აქაც ეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არანაირად არ ახდენს გავლენას გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე მიიღებს თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვინც არ უნდა დასახელდეს და ჩვენ, ბუნებრივია, ღირსეულ კანდიდატს, რა თქმა უნდა, დავასახელებთ ამ არჩევნებში, ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით მაინც გვექნება დაახლოებით სამმაგი მაინც სხვაობა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ, ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს. თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს უღირს თუ არ უღირს გარისკვა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა