logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი სესიიდან სესიამდე ძლიერდება
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი სესიიდან სესიამდე ძლიერდება
17:32 21.07.2018
„პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, საზედამხედველო ფუნქციის მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე გაწეული სამუშაო პროცესი და მიღწეული შედეგები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.

მისი შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომელზეც, მისივე თქმით, მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტის პლენარულ ფორმატში განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

„ჩვენ დავასრულეთ საბოლოოდ, საკონსტიტუციო რეფორმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ კანონდებლობა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და არაერთი მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი პაკეტი იქნა დამტკიცებული პარლამენტის მიერ ამ მიზნით და ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რეგლამენტის პროექტზე მუშაობა, ეს სამუშაო პროცესი პრაქტიკულად, არის დასრულებული და უკვე საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში, დაიწყება ამ დოკუმენტის განხილვა პლენარულ ფორმატში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დემოკრატიული განვითარების კუთხით, პარლამენტის გაძლიერების კუთხით, ასევე, სოციალური მიმართულებით გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა - შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რომლითაც უმჯობესდება უსაფრთხოების სტანდარტები შრომით ნაწილში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი მივიღეთ, ასევე, იყო მნიშვნელოვანი ინიციატივა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, სადაც განხორციელდა ცვლილებები. ეკონომიკური მიმართულებით- ფინანსური ამნისტია ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ, ეს იყო ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ამ ცვლილებებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ კიდევ უფრო განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული სისტემები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმებს საშემოდგომო სესიისთვის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იქნება კონკრეტული ინიციატივები პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტად მან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება დაასახლა.
„პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე-ეს არის არსებული რეალობა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარლამენტის როლი მთლიანად, ხელისუფლების სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები იქნება, ასევე, ჩვენს დღის წესრიგში შემდეგ სესიაზე. ჩვენ სექტემბერში ვიმუშავებთ აქტიურად, ასევე, განახლდება აქტიურად მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე ნოემბერ-დეკემბერში გვექნება აქტიური სამუშაო პროცესი და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი კანონშემოქმედებითი ფუნციები კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა სერიოზული ახალი ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ახლაც წარმართავს მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის, ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება არის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით და გვექნება შემდგომი წინსვლა ზუსტად ამ კუთხით, ზედამხედველობის უკეთ განხორციელების კუთხით“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა